Wednesday, June 6, 2012

ღვინო და ჯანმრთელობა

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ერთ-ერთ უძველეს ნატურალურ სამკუნალო საშუალებად საქართველოში ყურძნის ღვინო ითვლებოდა. ცნობილია, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართველმა ხალხმა შექმნა მევენახეობა-მეღვინეობის ორიგინალური კულტურა (ჩიტაია, 2001:137). მევენახეობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული, რომ ქვეყნის მთად და ბარად დაყოფა მისი გავრცელების არეალზე იყო ორიენტირებული (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973). ვაზი იყო საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წყარო, ამიტომ შემოსეული მტერი პირველ რიგში ვაზს ჩეხავდა ქვეყნის დასაუძლურებლად. ვაზის კულტთან, ჭურის თავთან და მარანთანაა დაკავშირებული საკრალური ხის მიტოლოგიური სახე საქართველოში (Бардавелидзе1957: abakelia, 1997: 112). შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ წმინდა ნინო ვაზის ჯვრით ხელში უქადაგებდა ქარტველები ქრისტეს რჯულს, ხოლო ერთი ქართული ლეგენდის მიხედვით, რმერთმა ადამიანი ვაზის ცრემლებით მოზელილი მიწისაგან შექმნა ვენახის მოსავლელად (შამანიძე, 1973: 30). ისიც ცნობილია, რომ ძველ ცივილიზებულ სამყაროში, სადაც კი არსებობდა ვაზის კულტურა, ღვინის სამკურნალოდ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. Hჰომეროსი ,,ილიადაში" იხსენიებს ორ მეომარ ექიმს - მახაონსა და პალადირს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ, აგრეთვე ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს (სალუქვაძე, 1987: 371).

ცნობილი რომაელი ექიმი კლავდიუს გალენი (201-131წწ. ჩვ. წ. აღ-მდე) დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ ღვინის ხსნარში დასველებულ საფენებს იყენებდა (სიხარულიძე, 1979: 92).

Bბუნებრივია, რომ ვაზისა და ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც, ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას საუკუნოვანი ფესვები გააჩნია, რასაც ადასტურებს როგორც ეთნოგრაფიული მასალა, ისე წერილობითი წყაროები. Uნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინით მკურნალობა მევენახეობის გავრცელების ზოლშია მოქცეული, თუმცა ვაზის კულტურა არც მთის მოსახლეობისთვის იყო უცხო - მათ ბარში ჰქონდათ ვენახები - ,,ხატის ვენახები" (თოფურია, 1984: 30; 60-75).

ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინოს მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, მასტიმულირებელი და სამკურნალო საშუალება მრავალი სხვადასხვა სახის (ბავშვთა ასაკში გავრცელებული ზოგიერთი სახის დაავადებების - ,,სიმჭლე", ,,საყმაწვილო"; გინეკოლოგიური, ტრამვული, თერაპიული და სხვ.) დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც ცალკე ისე სხვა ინგრედიენტებთან (რთული შემადგენლობის წამლებში) ერთადაც. Aსევე მრავალფეროვანია ღვინით მკურნალობის სპექტრი ძველი ქართული სამედიცინო ხელნაწერების მიხედვითაც (ქანანელი, 1940: ,,წიგნი სააქიმოÁ", 1936; ბაგრატიონი, 1985; ფანასკერტელ-ციციშვილი, 1988).

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ღვინოს მცირე დოზებით აძლევდნენ ადამიანს უმადობისა და სისუსტის დროს. უძველეს წერილობითცნობას, ღვინის ბიოგენური სტიმულატორად გამოყენების შესახებ ვხვდებით V საუკუნის ლიტერატურულ ნაწარმოებში - ,,შუშანიკის წამება". Iაკობ ხუცესი სთხოვს შუშანიკს, რომ მან საკვებად ღვინოში ჩამბალი პური მიიღოს. ,,....მაშინ მივიღე მცირედ ღვინო და პური. Dდავალბე და მცირედ გემოÁ იხილა" (იაკობ ცურტაველი, 1986: 47.).

წინამდებარე სტატიაში მიზნად დავისახეთ ხალხური (ემპირიული) და ტრადიციული (კარაბადინების) სამედიცინო ცოდნის ეღთმანეთთან შედარება. ცნობილია, რომ კარაბადინები ქართველ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, ფართოდ იყო გავრცელებული მათი ხელნაწერი ვარიანტები. შაველე ეთნოგრაფიული კვლევის დროს არა ერთი ,,ბებიის ნამზითვი" კარაბადინი დავამოწმეტ მოსახლეობაში. Aმიტომ, ვფიქრობთ მეტად საინტერესოა შედარებითი ანალიზის გაკეთება თუნდაც ერთი კონკრეტული სამკურნალო საშუალების (ღვინის) მაგალითზე.

თუ ღვინის სმის კულტურას, მის სამკურნალოდ გამოყენების ხალხურ ცოდნასა და გამოცდილებას შევადარებთ კარაბადინებში აღწერილ ცნობებს, საინტერესო სურათს მივიღებთ: ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს, რომ ხალხი ღვინის სასარგებლო თვისებებთან ერთად, მისი გადაჭარბებული სმის შედეგად გამოწვეულ უარყოფით მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, -,,გადამეტებული ღვინის სმა და ლოთობა თავად იწვევს სხვადასხვა დაავადებებს"-ო. იგივე თვალსაზრისია გატარებული კარაბადინში: ,,....თუ კაცი ცოტასა სვამს და ზომიერსა, კაცსა კარგა დააშუნდების, თუ კაცი ბევრსა სვამს მოწედ აწყენს და კაცი ღვინის თრიაქი (ლოთი) შეიქმნების" (ბაგრატიონი, 1985: 185.). ან ,,მაგრა თუ კაცი ბევრსა ღვინოსა სვამს, კაცსა აწყენს და ღვიძლს დაუკოდს, თავსა და ხელებს აუთრთოლებს, თუალთა ცრემლსა და წუწსა მოადენს" (ბაგრატიონი, 1985: 185.). სამკურნალო წიგნში ვკითხულობთ ,,რასაცა კაცსა ანდაზითა ღუინო ესუას და თავი შეენახოს მისგან, სიმრთელე ჰქონდეს. თუ მერმე დაიწყოს ჭარბობა ღუინისა იმა ანდაზაზედა, რაცა პირველად სიმრთელე ყოფილიყოს, ისი ყუალა სენად და სნებად შეექნას" (ფანასკერტელ-ციციშვილი, 1988: 773.).

ღვინისა და ალკოჰოლის მომეტებული მიღებისაგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბიბლია, რომლის მიხედვითაც ღვინის უზომოდ სმამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სხვადასხვა დაავადება და სიკვდილიც კი (რასელ თომსენი, 1991: 88-91.). თუმცა იქვე დიდი ადგილი აქვს დათმობილი აგრეთვე ალკოჰოლის (ღვინის), ,,სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებას და სათანადო რეკომენდაციებს. როგორც წამალი, ალკოჰოლი სწორადაა ,,გამოწერილი" ბიბლიაში (რასელ თომსენი, 1991: 91-92.).

ენოთერაპიული მკურნალობა ძველ საქართველოში სხვადასხვა ფორმით გამოიყენებოდა. Kკარაბადინების მიხედვით სხვადასხვა დაავადებების დროს ღვინო განსხვავებული წესით გამოიყენებოდა: ,,ღვინითა შეზილოს" (მაგ. მალამომ. ბ.), ,,ღვინითა დაალბოს", ,,ღვინო წყალსა გაურიონ", ,,ორთქლი ღვინისაÁ", ,,ცოტაი ღვინო დიდსა წყალსა გაურიონ" და სხვ.

ანალოგიურია ღვინის სამკურნალოდ გამოყენების გზები ხალხურ მედიცინაშიც. Mმკურნალობენ სუფთა ღვინით, წყალგარეული ღვინით, ღვინის ორთქლით-ინჰალაციით, ღვინოზე ცივად შეზელილი წამლით. ზოგიერთ დაავადებას, მაგ: ტრავმულს (ჭრილობა, მოტეხილობა დამწვრობა და სხვ.) ალკოჰოლიანი ღვინით მკურნალობდნენ, ზოგიერთს კი (ბავშვთა, გინეკოლოგიური, თერაპიული) ,,დადაღული" ან ,,მოხარშული" ღვინით. ხალხის დაკვირვებით ასეთი ღვინო სიმაგრეს (ალკოჰოლს) კარგავს, სხვა ყველა სასარგებლო თვისებას კი ინარჩუნებს. ,,დადაღული" ღვინო მარტივი შემადგენლობის წამალია. ( თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თავად ღვინო არის მეტად რთული შემადგენლობის). ღვინოში ჩააგდებდნენ ნაღვერდალს, მისი ჩაქრობის შემდეგ ნახშირს გადააგდებდნენ, ხოლო ღვინოს დაალევინებდნენ წამლად. ,,მოხარშული" ღვინო კი რთული წამლის შემადგენელი კომპონენტია, იგი არის ძირითადი ნივთიერება, რომელშიც სხვადასხვა დანამატებს ურევენ (დაავადების ხასიათიდან გამომდინარე).

აღსანიშნავია, რომ ხალხურ მედიცინაში უპირატესი გამოყენება შავ ღვინოს აქვს, მას უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერენ. Kკარაბადინების მიხედვით კი სამკურნალოდ ყველანაირი ღვინო გამოიყენებოდა, უფრო კი ,,ძუელი ღვინო". ,,წიგნი სააქიმოÁს" მიხედვით სამკურნალო წამლები მზადდებოდა - ,,ძუელითა ღვინითა", ძნელისა ღვინისა ძუელისა", ,,ღვინოÁ ესეი ყველაÁ", ,,ყოველითა ღვინითა", ,,ძალიანისა ღვინისა", ,,კარგსა ღვინოÁსა", ,,ღვინოისა წყალრეულსა".... და სხვ.

ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის კარაბადინში ვხვდებით ღვინოზე შემზადებული წამლის სხვადასხვა ფორმებს - მალამოს, ნახარშ წამალს, შესანახ აბებს, - რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში წყალში გახსნილს აძლევდნენ ავადმყოფს. ხალხურ მედიცინაში კი შესანახი აბების დამზადების ტრადიცია არ არსებობდა.

განვიხილოთ ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიცია და მსგავსება-განსხვავება ხალხურ და წერილობით (კარაბადინების) მედიცინას შორის ზოგიერთი დაავადების მკურნალობის მაგალითზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტრავმულ დაზიანებათა მკურნალობაში ღვინო ნატურალური (ალკოჰოლიანი) სახით გამოიყენებოდა. როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში სამკურნალო საშუალებად ფართოდაა წარმოდგენილი ღვინის ძმარიც. Aასე მაგალითად: ჭრილობას, თუ ის ამავე დროს ,,გაღიზიანებული"//ინფიცირებული იყო ღვინის გარდა ძმრით ან მასზე დამზადებული ე.წ. ,,დაზელილი წამლით", მკურნალობდნენ. აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ დამწვრობასაც. წამალი ცივად შეზელვის წესით მზადდება - გარკვეულ სამკურნალო საშუალებებს (რასაც ხალხური მკურნალები საიდუმლოდ ინახავენ) მცირე-მცირე დოზებით ასხამდნენ ძმარს და ზელდნენ.

ჭრილობაზე აფენდნენ ღვინის ან ძმრის საფენებს (კომპრესს): ,,დაჩირქებულ ჭრილობაზე ჯერ წავუსმევდით ღორის ქონს და მერე ღვინის ან ძმრის საფენს დავაფენდით, რომ გაშრებოდა, გამოვუცვლიდით",- გადმოგვცემენ მთხრობელები. კარაბადინების მიხედვითაც - ,,ვინცა სამოსელი ძმარშიგა დაასოლვოს და დაკოდილზედა (ჭრილობაზე მ.ბ.) გარდაკრას, იმა დაკოდილსა აღარ გაუსივებს და მართალსა რიგზედა ამყოფებს" (ბაგრატიონი, 1985: 537.). ან ,,და თუ დაკოდილი თავზედ იყოს....მოიტანე ზარავანდი მუდარაჯი და დაჯეჭკე და ღვინოშიგა მოხარშეთ და კიდევ გაახმეთ, დანაყონ და გაცრან და დაკოდილზედა დააყარონ და მწოვედ კარგად უზამს" (ბაგრატიონი, 1985: 534.).

ღვინის გამოყენებას ჭრილობების დასამუშავებლად ვხვდებით ბიბლიაშიც. მაგ: ქრისტეს იგავი კეთილ სამარიელზე, როდესაც ის მომაკვდავ ადამიანს დაეხმარა ,,ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია" (სახარება ლუკასი, 10:34). ალკოჰოლი (სპირტი) თანამედროვე მედიცინაშიც ჭრილობების დასამუშავებელი ანტისეპტიკური ხსნარების მთავარი შემადგენელი ნაწილია (რასელ თომსენი, 1991: 92.).

ღვინო და ღვინის ძმარი განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი დამწვრობის მკურნალობაში როგორც დაზიანებული, არის ასეპტიკურად დასამუშავებელი ნივთიერება და როგორც წამალი. Dდამწვარს ,,პირველად ღვინოს, ან ღვინის ძმარს გადავასხავდით, რომ არ აპეპკილიყო"- გადმოგვცემენ მთხრობელები. ამავე დანიშნულებით გამოიყენებოდა შავ ღვინოში მოზელილი სიმინდის ფქვილის ცომი, რომელსაც დააფენდნენ დამწვარზე და გაშრობისთანავე უცვლიდნენ, ან ასველებდნენ ღვინით. აღსანიშნავია, რომ დამწვარი არედან სხვა სამკურნალო საშუალებების მოსაცილებლად ღვინოს იყენებდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამწვრობის სამკურნალო ,,დაზელილ წამალს" ამზადებდნენ ძმარზე ან ღვინოზე.

ლეჩხუმში საველე ეთნოგრაფიული მუშაობის დროს ცნობილი სახალხო მკურნალების სვანიძეების შთამომავლისაგან ჩავიწერეთ დამწვრობის სამკურნალო, ღვინის ძმარზე ცივი შეზელვით დამზადებული წამალი, რომლის შემადგენლობაშიც შედის-მურდასაკი//მურდასანგი /Plumbum oxudatum- ტყვიის ჟანგი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, თეთრი დამწვარი შაბი. სვანიძეების ოჯახში დაცული გადმოცემის მიხედვით მათ სამკურნალო საქმიაობა თურმანიძეებისაგან შეუსწავლიათ (ბურდული, 1997: 186.). უნდა არინიშნოს, რომ ლეჩხუმელი სახალხო მკურნალების -,,დალაქების"- სამედიცინო ცოდნა აშკარად ატარებს კარაბადინების გავლენის კვალს ( ბურდული 1997: 185-201).

Dდამწვრობის სამკურნალოდ ძმრისა და ღვინის გამოყენება დამოწმებულია ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებშიც. ,,ვინცა ამა ჭადრისა ქერქი ძმარშიგა მოხარშოს და დამწვარზედა დაიდვას და ან მარტო ძმარი შეიცხოს, დამწვარსა ხორცსა გაამთელებს" (ბაგრატიონი, 1985: 54.).

ხალხური მედიცინა ღვინოს მოტეხილობის მკურნალობაშიც იყენებს,-შავ ღვინოში ხარშავენ მცენარე საროს/Symphytum caucasium m. b./ ძირებს და აღნიშნული წამლით მკურნალობდნენ. Aასევე წყალ-ღვინისა და დანაყილი ნიგვზის შერევით ამზადებდნენ ნაღრძობის სამკურნალო წამალსაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ხალხური ენოთერაპიული მკურნალობის ტრადიციები საქართველოში დღესაც ცოცხალია. ცნობილია, რომ მოქმედი ,,ექიმბაშები"

წამლის დამზადების ტექნოლოგიას საიდუმლოდ ინახავენ, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება წამლის შემადგნლობის ნაწილობრივი გამხელა. Aასე მაგ: იმერეთში ცნობილი ,,გაფრინდაშვილების საყმაწვილო წამალი" (,,საყმაწვილო"-ბავშვობის ასაკის ფსიქო-ნერვული დაავადება)-წყალ-ღვინისა და სამკურნალო მცენარეთა (რომელიც არ გაამხილეს) ნახარშს წარმოადგენს. ასევე ღვინოზე მზადდებოდა საქართველოში ,,საყმაწვილო სენის" სამკურნალოდ განთქმული ,,პაჭკორიების წამალი".

საველე ეთნოგრაფიული მუშაობისას დავაფიქსირეთ აგრეთვე ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებული მძიმე დაავადების ,,სიმჭლის"//,,გოჟოს" ღვინით მკურნალობა. Aასეთ ბავშვს (რომელიც აღარ იზრდება, კუნთები მოდუნებული და მომჩვარული აქვს, ახასიათებს სიგამხდრე, უმადობა, ყვითლდება და სხვ.) ღვინოში სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნახარშის აბაზანებით მკურნალობდნენ.

Aახლო წარსულში, იმერეთში ,,ექიმბაშები" სხვადასხვა (თერაპიული და გინეკოლოგიური) დაავადებების სამკურნალოდ შავ ღვინოზე ,,დადუღების" წესით ამზადებდნენ ძვირად ღირებულ წამლებს, რომლებშიც ღვინის გარდა მრავალი სხვა სამკურნალო ნივთიერება შედიოდა. როგორც გადმოგვცეს სხვადასხვა გინეკოლოგიური (უშვილობა, კლიმაქსური მოვლენები და სხვ.) დაავადების სამკურნალოდ ავადმყოფს 9 ლიტრი წამალი უნდა დაელია ოცდაერთ დღეში. (1991 წელს სამი ლიტრი წამალი 90 მანეთი ღირდა, მიუხედავად ამისა, ექიმბაშებს ბევრი პაციენტი ჰყავდათ)

Mმოხერხდა მშობიარობის შემდგომი ,,მუცლის ტკივილის" დასაამებელი, ღვინოზე დამზადებული წამლების შემადგენლობის ჩაწერა: - ა) ღვინოს მოადუღებდნენ და ნივრით შეაზავებდნენ; ბ) 2 ჭიქა ღვინოში მოხარშავდნენ ერთ ჩაის კოვზ კვლიავის/Carum carviL./ თესლს, ადუღებდნენ 15-20 წუთს.

უშვილობის სამკურნალოდ კარაბადინებშიც ღვინოზე დამზადებული წამლებია მოწოდებული, ოღონდ წამლის ფორმაა განსხვავებული. ნახარშის მაგიერ კეთდება კვერები, აბები (თხილისხელა), რომელიც თანამედროვე გინეკოლოგიური სანთლების ანალოგიურად გამოიყენებოდა. ასე მაგ: ..აიღე მური და კუჭუმბრა და კინა, ამათგანი - თუითო ნაწილი, დანაყენ და დაგალენ და შეზილენ ღუინითა და შექენ კუერი თუითო მუტყლის წონა, და გაახმე ჩრდილსა, და ოდეს დაიბანოს წესისაგან, იკმიოს მით" (ფანასკერტელი, 1988: 693).

Aან, ქალი რომ არ ფეხმძიმდება-,,....ამის წამალი ესე არის: მოიტანე თხის თირკმლის ქონი, გაადნონ და გაწურონ, და მოიტანე უშარი, რომე სპარსნი დანაი ჩადირსა (უმი კევი მ.ბ.) ეძახიან და ძველი ღვინითა სქლად გააყენე, რომე მალამოსავითა შეიქნას, და მერე ამა თხის თირკმლის ქონითა კარგად და მაგრად მოზილონ, და იმავე რიგად ერთი თხილის ოდენი გუნდა შექმნას.." (ბაგრატიონი, 1985: 463.).

ხალხურ მედიცინაში ღვინოზე ნახარში წამლები გამოიყენებოდა შინაგანი დაავადებების- ,,მუცლის ტკივილის", ღვიძლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდაც. Aასე მაგ. სამ ლიტრ შავ ღვინოში მოხარშავდნენ ერთ კილოგრამ მაყვლის ძირებს, ხარშვით დაიყვანდნენ ერთ ლიტრზე და ჭამის წინ 100 გრამს ასმევდნენ ავადმყოფს.

Aალოეს და მაისის უცეცხლო თაფლს შეურევდნენ თანაბარი რაოდენობით (600-600გრ.), დაუმატებდნენ სამ სუფრის კოვზ არყის ხის /Betula/კვირტს და სამ ლიტრ შავ ღვინოს (ხვანჭკარა). აღნიშნული წამალი ღვინოზე ცივად დაყენების წესით მზადდება. Dაკეპილ ალოეს და სხვა ინგრედიენტებს ჩაყრიან რვინოში და ბნელ და გრილ ადგილზე დადგამენ.

ღვინის ნახარში წამლით (ასკილისა და შავი ლეღვის ნორჩი შტოები თითო მუჭა + 5 ლ. შავი ღვინო) მკურნალობდნენ ბუასილსაც. Aვადმყოფს დღეში 500 გრამი უნდა დაელია (100გრ. 5-ჯერ).

ღვიძლის სამკურნალოდ კარაბადინებში ღვინოზე დამზადებული ნახარში წამლებია მოწოდებული (ფანასკერტელი, 1988: 693.).

სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო ნახარშ წამლებში იცვლება ,,ღვინოზე დასადუღებელი" (ღვინოში მოსახახარში) მცენარეები: კვლიავი; ბროწეულის /pinica grenatum/ კანი; ასკილის /Roza canina/ და ლეღვის /fikus carica/ ყლორტები; მაყვლის /Rubus/ ძირები; ალოე და სხვა. ჩამოთვლილი მცენარეები ტკივილგამაყუჩებელ და სამკურნალო თვისებებს შეიცავენ (წუწუნავა, 1966.).

ყურის ტკივილის დასაამებლად ღვინის ორთქლით ინჰალაციურ მკურნალობას მიმართავდნენ. ნაღვინარ დოქში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და მტკივან ყურს მის ორთქლზე გაიჩერებდნენ, შემდეგ თბილად შეიხვევდნენ.

ღვინო გამოიყენებოდა კბილის ამოღების დროს როგორც ასეპტიკური გამოსავლები საშუალება. ღვინოში მოხარშული ბროწეულის ქერქის ნახარში კი, კბილის ტკივილის სამკურნალო საშუალება იყო.

ზაზა ფანასკერტელის კარაბადინში ვკითხულობთ - ,,სხუა წამალი კბილისა, რომე იძვროდეს და ჯანგი ეკიდებოდეს - აიღე: ტენცო (პიტნა) და ღუინითა კარგად ადუღე. ისი ღუინო პირშიგა დაიჭიროს და ერგოს" (ფანასკერტელი, 1988: 374.).

წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ მხოლოდ მცირე ნაწილი ღვინით მკურნალობის ტრადიციისა საქართველოში, თუმცა, როგორც წარმოდგენილი მასალიდანაც ჩანს, რვინოს როგორც ხალხურ, ისე ტრადიციულ (კარაბადინების) მედიცინაში გამოყენების ფართო სპექტრი ჰქონდა და დღესაც აქვს. თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევების მიხედვითაც ღვინის ბიოქიმიური სტრუქტურა რთული კომპლექსია და მრავალ სამკურნალო თვისებებს შეიცავს. Mმას აქვს ბაქტერიოციდული და ანტიტოქსიკური თვისებები, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა. ღვინო, როგორც მასტიმულირებელი, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება მოწოდებულია სხვადასხვა დაავადებების (შინაგანი, მალარია, გულ-სისხლძარღვთა და სხვ.) დროს. აქედან გამომდინარე ხალხურ მკურნალობაში ღვინის ზემოაღნიშნული მიზნით გამოყენება, ქართული ტრადიციული და სალხური მედიცინის მიღწევათა რიგში დგება.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო აგრეთვე გვეჩვენებინა ხალხური და პროფესიული (კარაბადინების) მედიცინის ურთიერთგავლენა და ურთიერთკავშირი. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ განსხვავებას - მაგ: ხალხური მედიცინა შავ ღვინოს მეტ სასარგებლო თვისებებს მიაწერს, კარაბადინების მიხედვით კი ყველა სახის ღვინო, განსაკუთრებით კი ძველი ღვინო გამოიყენება; აგრეთვე კარაბადინებში მოწოდებული ღვინოზე დამზადებული წამლის ფორმა-კვერები//აბები ხალხურში ვერ დავამოწმეთ. სხვაფრივ ხალხური სამკურნალო ტრადიციებისა და პროფესიული მედიცინის შეხედულებები ღვინის ხასიათისა და მისი სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების შესახებ აშკარად ადასტურებს მათ შორის მჭიდრო ურთიერთობას.

ხალხური მედიცინის მიღწევად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ზოგიერთი

სახის (მაგ: გინეკოლოგიური, ბავშვთა) დაავადებების სამკურნალოდ ხალხური მკურნალები შავ ღვინოზე წამალს დღესაც ამზადებენ და მადლიერი პაციენტებიც ჰყავთ.

ღვინის სახეობები

რქაწითელი-ვაზის ეს თეთრყურძნიანი ჯიში,შეიძლება ითქვას კახური ტრადიციული ღვინის მთავარი წინაპირობაა.იგი კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის და საქართველოში ყველაზე მეტადაა გავრცელებული.ამას გარდა იგი ფარდოდაა გავრცელებული საქართველოს სხვა რეგიონებშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.რქაწითელის ჯიშიდან საქართველოში დგება მაღალი ხარისხიანი კლასიკური(ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები როგორიც სუფრის,ასევე მხარის და ადგილწარმოშობის.



საფერავი - სუფრის მშრალი წითელი ორდინალური ღვინო, ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან დამზადებული. ღვინო მზადდება წითელი მშრალი ღვინომასალების დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით. მზა ღვინო არის ბროწეულისფერი. კონდიციებია: სპირტი-10.5-12.5% მოც. ტიტრ. მჟავიანობა-5.0-7.0გ/დმ³. ღვინო გამოირჩევა მძლავრი ექსტრაქტულობით, რომელიც შეხამებულია დიდ გემურ ჰარმონიასთან და მდიდარ ბუკეტთან. მიირთვით ფრინველის და ღორის ხორცთან, ყველთან ერთად.


ქისი - სუფრის თეთრი მშრალი სამარკო ღვინო, რომელიც მზადდება ამავე სახელწოდების ყურძნის ჯიშისაგან. სუფრის მშრალი ღვინოების დამზადების ევროპული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით. მზა ღვინო არის ღია ჩალისფერი, კონდიციებია: სპირტი-10.5-11.5%მოც., ტიტრ. მჟავიანობა 4.5გ/დმ³, შაქარი0.2გ/დმ³. მიირთვით ზღვის ნობათთან, ფრინველის ხორცთან, ხილთან და ყველთან ერთად.



მწვანე - სუფრის თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო, დამზადებული ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან. ახალგაზრდა ღვინო "მწვანის" განსაკუთრებულ ღირსებას წარმოადგენს მისი იშვიათი ძლიერი და სასიამოვნო ჯიშური არომატი. ღვინო არის ნაზი და ჰარმონიული. მზა ღვინის კონდიციებია: სპირტი - 10.5-11%, ტიტრ. მჟავიანობა - 5-6.5%. მიირთვით ზღვის ნობათთან, ფრინველის ხორცთან და ყველთან.




უსახელაური გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ბუნებრივად ნახევრადტკბილია და სუფრის წითელ ღვინოდ გამოიყენება

თავკვერი კლასიკური ქართლური წითელი ღვინოა. "ოკამის" ეს ღვინო ბროწეულისფერია, სიძველის ნიშნებით (დაკრავს აგურისფერიც), საშუალო გამჭვირვალობით. აშკარად იგრძნობა გადამწიფებული ხილის, ზღმარტლის, მცირე ნეშომპალის, ტყის სურნელი. ჩანს ძველი მუხის ტონებიც (ოღონდ არა ვანილის და ახალი მუხისთვის დამახასიათებელი სხვა სურნელები), ხილისა და კენკრის თავდაპირველი გემოში კი გარკვეული დროის შემდეგ ტყავის ნიუანსებიც ჩნდება. თავკვერისთვის საკმაოდ ტანინიანია, თუმცა ღვინოს უფრო საშუალო სხეულიანი ეთქმის. გემოზე ნაზია და სასიამოვნო.


ჩინური - სუფრის თეთრი მშრალი ორდინალური ღვინო. მზადდება ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც სპეციალიზირებულია საქართველოში, ქართლში. ჩვენი კომპანიის მიერ აღნიშნული ყუღძნის ჯიშის ვაზი ექსპერიმენტის სახით აღმოსალეთ საქართველოში, სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული. ნაჩვენები შედეგები დამაკმაყოფილებელია ამ ჯიშის ყურძნისგან მზადდება ევროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი.
ჩხავერი- ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880ჩ პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ჩვნს კომპანიაში ჩხავერის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება ნახევრადტკბილი ღვნო "ჩხავერი". ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

ხიხვი- ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები დიდი, მრგვალი, სამფრთიანი. მტევანი საშუალო მმომწვანო ყვითელი ფერის. გარჯული ლაქებით მზის მხარეს. რბილი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100 c პირობებში მოსავლიანობა 60-80ც/ჰა. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი, ყინვაგამძლე და გვალვაგამძლეა. ნაკლებად ზიანდება მილდიუთი და ძლიერ ოიდიუმით. შაქრიანობა არანაკლებ29%-ია ჩვენს კომპანიაში ხიხვის ჯიშისაგან მზადდება ჯიშური მაგარი თეთრი სამარკო ღვინო "ხიხვი". ასევე ეს ჯიში გამოიყენება, რქაწითელის მწვანეს ჯიშებთან ერთად კუპაჟში, მაღალხარისხიანი ღვინის, კახური ტიპის, "რქაწითელი ხორნაბუჯულის" დასამზადებლად.

საწნახელი










 მდიდარი და მრავაფეროვანია ქართული მარნის ინვენტარი ღვინის დაყენების ათასწლოვან ხელოვნებას რომ ესმახურება. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია საწნახელი, რომელიც ყურძნის ფეხით დასაწურად არის განკუთვნილი.
სამგვარ საწნახელს იცნობს ქართული მარანი: ქვიტკირით ნაშენს, ქვაში გამოკვეთილს და ხის მორისგან გათლილს.
ქვითკირის საწნახელს ქართლ-კახეთის მარნებში შევხვდებით ერთ-ერთი კედლის ძირში მიშენებულს. მას, ჩვეულებრივ, მხოლოდ უკანა გვერდი აქვს საგანგებოდ ამოყვანილი. საწნახელის დანარჩენ გვერდებად კი მარნის კედლებია გამოყენებული. საწნახლის კირქვიშით წმინდად გადალესილ ფსკერზე ყურძნის წვენის, ტკბილის სადენ ღარებს შევნიშნავთ. ხოლო წინიდან ძირში "გაშუალებულზე" ტკბილის გამოსასვლელ "ინდურს" - თიხის ან რკინის მოკლე მილს. იშვიათად შუაზე გადატიხრული ორგანყოფილებიანი საწნახელიც გამოერევა. ამგვარი საწნახელი სხვადასხვა ფერის ყურძნის დაწურვას აადვილებს. აღმოსავლეთ საქართველოში ქვიტკირის საწნახელის ხანგრძლივი ტრადიცია დასტურდება. ძველ ნასოფლარებსა და ნავენახარებში, ტაძრებსა და მონასტერთა კომპლექსებში მრავლად გვხვდება ქვიტკირის საწნახელიანი მარნის ნაშთები. როგორც განათხარი მარნები მოწმობს, ჯერ კიდევ X-XI სს. ხმარებაში ყოფილა ქვიტკირის საწნახელი.
ქვის საბადოებით მდიდარ მხარეებში, მეტადრე ქართლსა და იმერეთში, ძველთაგან მოიკიდა ფეხი ქვაში ნაკვეთმა საწნახელმა. იმერეთის სოფლებში ეხლაც შევხვდებით მონოლითში გამოკვეთილ საწნახელს, რომლის ზედაპირს ხშირად ვაზისა და ყურძნის გამოსახულებები ამშვენებს. ვარძიის მიდამოებში ათეულობით დაითვლება ქვაში გამოკვეთილი საწნახლები - უტყუარი ნაშთი ამ მხარეში ოდესღაც აყვავებული მევენახეობისა. ვარძიის ქვაბთა კომპლექსში და აგრეთვე მის მახლობელ "კლდის სოფლებში" - ჭაჭკარსა და ფიაში ხშირია კლდეში ნაკვეთი საწნახელიც. უძველესმა "ქვაბთა ქალაქმა" უფლისციხემ დაახლოებით ორიათასსამასი წლის წინანდელი საწნახლები შემოგვინახა.
მესამე სახის საწნახელი - ცაცხვის ან წაბლის მორისაგან გათლილი საწნახელი მთელ საქართველოშია გავრცელებული. ქართლ-კახეთში მას ნავი ეწოდება, იმერეთსა და გურიაში - საწნახელი, სამეგრელოში - ოჭინახი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ხორგოს ან ხაპის სახელით მოიხსენიება. ნაირი სიდიდისა და ტევადობის საწნახელს ვხვდებით მოყოლებული მცირე ზომის საწნახლიდან, რომელიც 20-40 ფუთ ყურძენს იტევს, ვიდრე 500 ფუთის ტევადობის საწნახელამდე. უფრო ხშირია 200-300 ფუთიანი საწნახელი. საწნახლის სიგრძე ოთხიდან ათ "არშინამდე" მერყეობს. ვეებერთელა იმერული საწნახელის ნახატი შემოგვინახა მეჩვიდმეტე საუკუნის იტალიელი მისიონერი კასტელის ჩანახატების ალბომმა. ამ სურათზე ასახულია ყურძნის დაწურვის სცენა. ფარღალალა მარანში ვეება საწნახელი მოჩანს. მას პატარა კიბე აქვს მიდგმული, მეგოდრეები კიბეზე ადიან და ისე სცლიან საწნახელში ყურძენს. ალბათ სწორედ ასეთ ხის გოლიათს გულისხმობს ხალხური გამოცანა "შევხედე და შავი იყო, მივედი და ხრამი იყო"-ო.
საწნახელი საქართველოს სხვადასხვა მხარეში მეტ-ნაკლები თავისებურებებით ხასიათდება. მათ შორის გამოირჩევა ორი ძირითადი სახეობა, "გაკუთხული" და "მრგვალი". პირველი მათგანი, როგორც მისი სახელწოდებაც მიუთითებს, კუთხოვანი მოყვანილობისაა, საწნახლის გვერდები ბრტყლად, სწორად არის გათლილი. ამგვარი საწნახელი ქართლ-კახეთსა და იმერეთშია გავრცელებული. ხშირად ასეთი საწნახელი მთლიანად ერთი მორიდანაა გამოთლილი. საწნახლის კედლები, გვერდები თხელია, თავები და შუბლები კი -შედარებით მასიური.
ხანგრძლივი ხმარების შემდეგ საწნახელს შუბლები უსკდება. ამიტომაც მარნებში ხშირად გვხვდება თავებჩადგმული "თავგამოყენებული" საწნახელი. მასიური, მთლიანი შუბლის მაგივრობას ეწევა საწნახლის თავსა და ბოლოში მჭიდროდ ჩასმული ფიცრის სამი ნაჭერი - "სართაული". მეტი სიმტკიცისათვის სართაულები გაყრილია საწნახელში განივად გამაგრებულ, გულამოღებულ ლატანში, რომელიც სოლით არის ჩაკეტილი.
საწნახლის მეორე მთავარ სახეობას გაკუთხულისგან განსხვავებით ხის მორის მოყვანილობა აქვს შერჩენილი და შიგნიდანაც მრგვლად არის გათლილი. მრგვალი საწნახელი უმთავრესად გურია-სამეგრელოში და რაჭა-ლეჩხუმშია გავრცელებული. იგი ზოგი სხვა თავისებურებითაც გამოირჩევა. ასეთი საწნახელი როგორც წესი "თავგამოყენებულია". მას ზოგან მრგვლად გათლილი ფიცრის მთლიანი თავი აქვს ჩასმული, ზოგან კი სამი ნაწილისგან შედგენილი. მრგვალი საწნახლის უმთავრესი თავისებურება თვით ღვინის დაყენების წესით არის შეპირობებული. გურიასა და სამეგრელოში, ისევე როგორც რაჭა-ლეჩხუმში - საწნახელი არა მხოლოდ ყურძნის ფეხით დაწურვას ემსახურება, აქ ის ნაწილობრივ ღვინის დასადუღებელი ჭურჭლის მოვალეობასაც ასრულებს. მრგვლად გულამოღებული, საგრძნობლად პირშეკრული საწნახელი, როგორც აქაური მკვიდრიც მიუთითებს, "გაკუთხულზე" უკეთესი სადუღარია.
საკმარისია თვალი შევავლოთ მარანში გაწოლილ ხის გოლიათს, მის კოხტად გათლილ-გამოყვანილ გვერდებს, მასიურ შუბლებს, თანგებითა და სოლებით საიმედოდ გამაგრებულ, ჩაყენებულ თავებს, რომ საწნახელში უმალ შევიცნოთ გამოცდილი ხითხუროს ნახელავი.
საწნახლის მთლელობამ მეტადრე დასავლეთ საქართველოში მოიკიდა ფეხი. "იმერელი" ოსტატის მიერ გათლილ "ნავს" ზოგჯერ ქართლ-კახურ მარანშიც ვხვდებით.
იმერელი ხურო სასაწნახლე ხეს კარგა ხნით ადრე შეიგულებს ტყეში. საუკეთესოდ ცაცხვია მიჩნეული. ეს ხე სუფთაა, მსუბუქი და ადვილი დასამუშავებელი. გარდა ამისა ცაცხვი "ქსოვილი" ხეა, მისი მორი ადვილად არ გასკდება, არ გაიპობა გათლისას. სასაწნახლე ხეს შემოდგომაზე ან ზამთარში მოუწევს მოჭრა. წაქცეულ ხეს დამორავენ და სასურველ სიგრძეზე გადახერხავენ. მრგვალი საწნახლისათვის მორს მხოლოდ კანს შემოაცლიან და მაშინვე გულის ამოღებას შეუდგებიან. გაკუთხვილი საწნახლის დამუშავება კი მისი გარედან გაკუთხვით, ოთხკუთხად გათლით იწყება. ხეს ნაჯახით გულს ამოუღებენ, შემდეგ კი მოკლეტარიანი ეჩოთი ამოწმებდნენ. საწნახელი "ლარში გაითლება". (ლარი დანაყილ ნახშირში ამოვლებული ბაწარია). გათლილ საწნახელს გადააბრუნებენ და მომაღლოდ შედგამენ. ქარი და ყინვა გამოაშრობს და გაამჩატებს. ამის შემდეგ საწნახლის წაღებაზე მიდგება ჯერი. უზარმაზარი ტვირთის წასაღებად პატრონი ზოგჯერ ოცდაათ-ორმოცკაციან "ნადს შეიწევს".
ათი-თორმეტი "მაგარი" მამაკაცი მხრით შეუდგება საწნახელზე გარდიგარდმოდ დაკრულ კეტებს. გზაში მათ დანარჩენი "მომხმარენი" მოჰყვებიან ფეხდაფეხ. დროდადრო ერთმანეთს ენაცვლებიან საწნახლის მზიდავნი. მოდიან მოლიპულ თავდაღმართში, საცალფეხო ბილიკებზე, კლდესა და ღრეში. ხანხადან ომახიან სიმღერასაც დასძახებენ. "ერთმანეთს არ უმტყუნებენ, როგორც ხარები..." კეტის ქვეშ მდგომნი, მხრებზე უზარმაზარი ტვირთი რომ დასწოლიათ.
ასე გააღწევენ "სახარომდე". აქედან ხარები გაათრევენ საწნახელს საურმე გზამდე. "დაბალი" ურმით დაამთავრებს საწნახელი თავის გზას.
შიგ მიტანილი საწნახელი საბოლოოდ გაითლება და გაიწყობა. მას დაწურული წვენის, ტკბილის გამოსასვლელს გამოუბურღავენ, თავებს საიმედოდ გამოუყენებენ და საგანგებოდ ამოთლილ ხის მორებზე შეაყენებენ. რამდენიმე თაობას სამსახურს გაუწევს საწნახელი...
საწნახელში ყურძნის დაწურვის ტრადიციული წესი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეტ-ნაკლებად თავისებურია. კახეთში დამკვიდრებული წესის თანახმად ყურძნით თავმობმულ საწნახელში ჩამდგარი ფეხშიშველი, მუხლებამდე შარვალამოკეცილი მწურავი თავდაპირველად აუჩქარებლად მთელი ტერფებით დატკეპნის მწიფე ყურძენს, როცა ყურძენს წვენი საკმაოდ გამოეცლება და საწნახელში დაბლა დაიწევს, მწურავი ძლიერად "ჩასცემს" ფეხს, ბოლოს კი საგულდაგულოდ "გაქუსლავს" - ქუსლებით გასრესს ყურძნის ჭაჭას. დროდადრო ნიჩბით უქცევს ჭაჭას, ნიჩბით გადააბრუნებს, დააცლის წვენს დაწრეტას, მერე კვლავ მიდგება ქუსლებით...
საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვის წესი მწურავისაგან საკმაო გამოცდილებასთან ერთად მუხლის ძალასაც მოითხოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხით ყურძნის დაწურვის შედეგიანობა მაინც ბუნებრივად განსაზღვრულია. ყურძნის ჭაჭაში კიდევ რჩება საკმაო რაოდენობით ძვირფასი წვენი. ამ წვენის საღვინედ გამოყენების მიზნით ქართულ მარანში საწნახელის გვერდით ძველთაგანვე გაჩნდა კიდევ ერთი ხელსაწყო - ჭაჭის მექანიკური წნეხი, რომელიც ხალხში სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: საქაჯავი, საქაჩავი, საქაჩველი, წბერი, საწბერავი, ჭახრაკი, ხარხინი.

ღვინის ატრიბუტები













მარანი, როგორც ცალკე ნაგებობა ან სათავსი ძველთაგანვე გავრცელებული იყო უმთავრესად საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში. დასავლეთ საქართველოს რბილი ჰავა საშუალებას იძლეოდა ღვინო - ეზოში ჩაყრილ ქვევრებში ყოფილიყო შენახული.
ვარჩევთ მარნების სამ ძირითად ტიპს: 1. მარანს, როგორც ცალკე ნაგებობას, რომელიც კარმიდამოს ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს, 2. მარანს, რომელიც სახლის გვერდზეა მიშენებული და მასთან ერთ მთლიან მოცულობას წარმოადგენს და 3. 2-3 სართულიანი სახლის ქვედა სართულში მოთავსებულ მარნებს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ცალკე მდგომი მარნებია, რომელთა მოცულობით-სივრცითი დამუშავებაც საქართველოში საცხოვრებელ სახლზე ნაკლებ ყურადღებას როდი იმსახურებს.
ქართული მარანი - სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა. მასში იწურება ყურძენი, სწარმოებს ღვინის დაყენება და შენახვა. ყურძნის დაწურვა ხის ნავში ან ქვიტკირის საწნახელში ხდება. ღვინის დაყენება და შენახვა კი - მიწურ იატაკში მთლიანად ჩაყრილ ქვევრებში ან მომცრო ქოცოებში.
ქართული მარანი, როგორც ხუროთმოძღვრული ობიექტი ქართლ-კახეთშია ჩასახული და განვითარებული. აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში კლიმატური ან ისტორიული პირობების გამო მევენახეობა-მეღვინეობა არ ჰპოვებდა გავრცელებას. როგორც ცნობილია ვახუშტი ბაგრატიონი თავის გეოგრაფიაში მთისა და ბარის საზღვარს სწორედ ვაზის კულტურის გავრცელების მიხედვით სახავს. საქართველოს მთიან რაიონებში ვაზი არ ხარობს, მესხეთის მიწა-წყალზე კი თურქეთის თითქმის სამასი წლის ბატონობის გამო ვენახები გავერანდა და მარნების მშენებლობის ტრადიციაც გაქრა. აქაურ გამოქვაბულებში შემორჩენილი საწნახლები (მაგ. ს. ჭაჭკარში) მიგვითითებენ იმაზე, რომ ყურძნის გამოწურვა აქ, ისევე, როგორც ანტიკურ სამყაროში (ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის კოლონიების ჩათვლით) ბერკეტიანი წნეხის საშუალების სწარმოებდა.
ამ წერილში ჩვენ გვინდა მკითხველს გავაცნოთ ქართლ-კახეთის მარნების რამოდენიმე ნიმუში, გავარკვიოთ შეძლებისდაგვარად მათი განვითარების გზები და გამოვავლინოთ მხატვრული თავისებურებანი, რომლებიც უფლებას გვაძლევს ეს ობიექტები ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლების გვერდით დავაყენოთ.
მარანი ძველ-ქართული საცხოვრებელი სახლის კომპლექსში, უძველესი დროიდანვე გვხვდება. ქვევრის გამოყენება სამარხად ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში ძველი წელთაღრიცხვით მიგვითითებს მეღვინეობის ფართე გავრცელებაზე იმ შორეულ დროში. განათხარი საცხოვრებელი ნაგებობანი არ გვაძლევენ შესაძლებლობას სრული წარმოდგენა ვიქონიოთ მარნის ხუროთმოძღვრულ ფორმებზე. ამის საშუალებას იძლევა მხოლოდ დღევანდლამდე შემორჩენილი მიწისზედა ნაგებობანი. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ხალხური ხუროთმოძღვრების ობიექტები და არ ვგულისხმობთ სამონასტრო ან სასახლის კომპლექსებში არსებულ მარნებს, რომლებიც ზოგგან საკმაო სისრულით არის შემორჩენილი გაცილებით ადრეული პერიოდებიდან.
გვიანი საშუალო საუკუნეების მანძილზე ქართლ-კახეთში ფართედ გავრცელებულ ტიპში საცხოვრებელი სახლისა - ციხე-სახლებში ("ციხეებში") დიდ ინტერესს იწვევს მარნის დაგეგმარება. ცნობილია ციხე-სახლის რამდენიმე მაგალითი, რომელთა პირველი სართულიც მთლიანად მარანსა აქვს დათმობილი. პირველად ისინი პ. ზაქარაიამ და ლ. რჩეულიშვილმა შეისწავლა. ერთ-ერთი ასეთი ციხე-სახლი სოფ. ზემო-ხოდაშენში, რომელიც აგებულია 1784 წელს - სამშენებლო წარწერაში მოიხსენება, როგორც მარანი ციხით ("ეკლესია მცირე მომატებულ ვყავ, მარანი ციხით გავაკეთე").
მეტად საინტერესო გადაწყვეტას იძლევა "ჯანდიერაანთ ციხე" ს. ახმეტაში და მაყაშვილების ციხე ს. რუისპირში. ორივე მათგანში პირველი სართულის მთელი ფართობი გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად ორ(სამ)თაღიანი კედლის საშუალებით. მომცროში ჩაშენებულია ქვიტკირის საწნახელი, ხოლო დიდი სათავსო კი დათმობილი აქვს საკუთრივ მარანს.
მსგავსი მარნებიდან აქ ნაჩვენებია სოფ. ხაშმის ერთი მნიშვნელოვან ობიექტი - ლუკა ინაშვილის მარანი. იგი წარმოადგენს ორსართულიან შენობას ორფერდა სახურავით. ქვითკირის კედლები ნაწყობია რიყის (ნაწილობრივ ყორე) ქვისა და აგურისგან. გეგმაში იგი წაგრძელებული ფორმისაა ზომით 8,27×3,97 მ. შესასვლელი მოწყობილი აქვს ვიწრო მხრიდან; მის საწინააღმდეგო (უკანა) კედელზე კი მიშენებულია ქვიტკირის საწნახელი, რომელიც შუაზეა გაყოფილი, ერთდროულად შავი და თეთრი ღვინის დასაწურად. საწნახლის წინ მოწყობილია 1,23 მ. სიგანის ბაქანი, რომელიც 0,51 მ-თაა შემაღლებული მიწური იატაკიდან და განკუთვნილია ყურძნით სავსე გოდრების დასადგმელად. ამ ბაქნის სისქეში ჩაკირულია თიხის მილები, რომლის საშუალებითაც ტკბილი, საწნახელიდან გარეთ გამოდის და ხის ღარის მეშვეობით ქვევრში ისხმება. ტკბილის ნაკადი ერთი ან ორი ასეთი ღარით, მათი სათანადოდ გადაადგილებისა და დაგრძელება-შემოკლების საშუალებით შეიძლება მიყვანილ იქნეს ნებისმიერ ქვევრამდე. ღარის დაქანება უზრუნველყოფილია საწნახლის ბსკერისა და ტკბილის გამოსადენი მილის ტუჩის შემაღლების წყალობით. სიპი ქვისგან გამოთლილი სარქველის ახდამდე ქვევრის პირის გარშემო მიწის შემოცლის გასაადვილებლად, მის ირგვლივ რადიალურად ნაწყობი, აგურისგან შემოშენებულია ზღუდე, რომელიც იატაკიდან 10-15 სმ-თაა შემაღლებული.
შენობის ვიწრო მილი (4 მ.) საშუალებას იძლევა გადახურვა მოეწყოს უბოძებოდ. ასეცაა გადახურული ეს მარანი. მაგრამ ერთ კოჭს, რომელიც საწნახლის წინა კედლის გასწვრივაა გადებული, შუაში ბოძი აქვს შეყენებული, რომელიც გადაწყვეტილია დარბაზის დედაბოძის ტრადიციულ ფორმებში: ბრტყელია კვეთში, ზემოთკენ განიერდება და ზედ ადგა "დანიკბული" (პროფილირებული) სამ მეტრამდე სიგრძის ბალიში. იგი კოჭთან (თავხესთან) ერთად ზევითაა შეზნექილი, როგორც ეს ქართლ-კახეთის დარბაზებში კეთდება.
ეს გადაწყვეტა, რომ ძველი საცხოვრებლის ხუროთმოძღვრული ტრადიციებიდან არ გამომდინარეობს, აშკარად სჩანს იქიდან რომ: 1. დედაბოძი აქ არ ასრულებს თავის ძირითად (კონსტრუქციულ) ფუნქციას გარდა მხატვრულისა: დანარჩენი თავხეები იმავე მალზე ხომ უსაყრდენოდაა დაწყობილი! და 2. შეზნექილობა თავხისა, რომელიც გადახურვაში საჭირო იყო ბანისათვის ქანობის მისაცემად აქ არამც თუ უსარგებლოა, პირიქით აძნელებს მეორე სართულის იატაკის ჰორიზონტულად მოწყობას.
მარნის გრძივ კედლებში დაყოლებულია განჯინები და ერთი სარკმელი: წინა კედელში კი, კარის გარდა გვაქვს ბუხარი, რომლის საკვამურიც მაღლა კედელში სარკმლად გამოდის. ზოგი მეცნიერის აზრით "სარკუმელის" ეტიმოლოგია სწორედ სიტყვა კვალმთან, საკვამურთან არის დაკავშირებული. თუმცა ს. ს. ორბელიანი სარკმელს განმარტავს, როგორც "სახლის სასინათლოს ანუ გადასაჭურეტს", მაგრამ ვფიქრობთ, ეს არ უნდა ეხებოდეს ამ ცნების თავდაპირველ მნიშვნელობას.
მარნის მაღლა მოთავსებულია სხვენი (ოთახი), რომლის სიმაღლეც გრძივ კედლებთან 1,2 მ-ს უდრის, შუაში კი (საყვავემდე) სამ მეტრს აღწევს.
მარანს, მეორე სართულში ამოსასვლელად ჭერში ამოჭრილი აქვს ერდო, მისადგმელი კიბისათვის. ამას გარდა II სართულს, გარედან ამოსასვლელად დაყოლებული აქვს გვერდის კედელში კარი. კავშირი აქაც მისადგმელი კიბით ხორციელდებოდა. მეორე სართულსაც უკანა კედელში აქვს პატარა ბუხარი, ორი პატარა თაროთი აქეთ-იქით.
ლეკიანობისას მეორე სართულს იყენებდნენ საცხოვრებლად, მშვიდობიან დროში კი წლის მოსავლის (უმთავრესად ხილ-ბოსტნეულის) შესანახად.
ეს მარანი აშენებულია როგორც ციხე და გამიზნულია აქტიური თავდაცვისათვის. მეორე სართულში მას სამი სათოფური აქვს: ორი - ორმაგი - უკანა კედელში, ერთი - წინაში. შემოსასვლელი კარის დასაცავად I სართულის წინა კედელში დაყოლებული აქვს კიდევ ერთი სათოფური და გამოთლილია მუხის ხისაგან, აქვს ორმაგი საკეტი. მთავარი ურდულის კეტი მთელი სიგრძით კედელში შედის: საბას მიხედვით დაკეტვა ხომ კეტის დადებას ნიშნავს.
არაჩვეულებრივია ამ მარნის მთავარი ფასადის გადაწყვეტა. ოდნავ შეისრული თაღით გადახურული კარის ზედა ნახევარი ოდნავ ჩაწეულია ფასადის სიბრტყიდან. ეს სწორკუთხა ფორმის ჩაჭედილი სიბრტყე მთავრდება სამკუთხედად გამოწეული აგურების დეკორაციული ზოლით. კარის ღერძზე, მის მაღლა ამავე ტექნიკით "ჩაჭდეულია" მაღალი ჯვარი, სამსაფეხუროვან კვარცხლბეკზე. ჯვრის ორივე მხარეს, ქვემო ნახევარში საფეხუროვანი რომბებია "ჩაჭრილი". ამ კომპოზიციის (ვერტიკალური) ღერძი მთავრდება ზემოთ ვიწრო სათოფურის ხაზით. ფასადის მარჯვენა ნახევარში ჩაწერილი ეს კომპოზიცია მარცხენა ზედა ნაწილში კედლისა ერთგვარად გაწონასწორებულია სარკმელ-სათოფურების ორი წყვილით. ფასადის ეს გადაწყვეტა აგურში გამოყვანილი დეკორაციული ელემენტებით დამახასიათებელია მეთვრამეტე საუკუნის მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის. აგურის წყობაში ამოყვანილი ამისთანა ჯვრები მრავლად გვხვდება ამ დროის მცირე ეკლესიებში. ასევე დამახასიათებელია ამ პერიოდისათვის კარების ღიობის ამგვარი გაფორმება.
ამ მარნის გადაწყვეტა მეტად წააგავს თუშმალიშვილების კოშკის ფასადს მარტყოფში, რომელსაც პ. ზაქარაია მე-18 საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებს.
ტაბულებზე წარმოდგენილია სოფ. ხაშმის კიდევ სამი მარანი. პირველი მათგანი, რომლის გადახურვამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, იმავე ეპოქას (მე-18 საუკ. უფრო მეორე ნახევარს) უნდა ეკუთვნოდეს.
ამ მარანს თავდაპირველად ბანიანი გადახურვა ჰქონია და თავდაცვისათვის არ ყოფილა მორგებული. გეგმის პროპორციებით (5,85×10,95 მ) იგი ემსგავსება პირველს მხოლოდ მასზე ოდნავ დიდია. ისევეა გადაწყვეტილი შინაგანი სივრცეც. წინა კედელში აქვს კარები და ბუხარი, უკან კი - ზუსტად იმგვარადვე მოწყობილი საწნახე, რომლის წინაც, საგოდრე ბაქანზე დედაბოძი მდგარა. ამ მარანს მარცხენა კედელში დაყოლებული აქვს ოთხი მოზრდილი და ერთი მცირე თაღოვანი სარკმელი, რომლებიც მეტად ლამაზადაა ნაწყობი. შერჩენილი განივი კოჭები სუფთადაა გათლილი და ხასიათდება საგრძნობი შეზნექილობით, რაც უზრუნველყოფდა მიწური ბანის ზურგიანობას - გვერდებისკენ დაქანებას. ფასადის სამკაულს აქაც აგურით ამოყვანილი თაღოვანი კარი წარმოადგენს ისევე ჩამჯდარი ოთხკუთხოვან ჩარჩოში და ზემოთ სამკუთხად გამოწეული აგურების ორი რიგით გაფორმებული. მუხისგან გამოთლილ ორფრთიან-ქუსლიან კარებსა და ერთ ფრთას თევზისფხურად დაჭრელებული თამასა აკრავს.
თავდაპირველად მარანი ბანიანი ყოფილა, შემდეგ კი ორფერდა სახურავი დაუშენებიათ. ამაზე მიგვითითებს უკანა კედელზე დაშენებული შუბლი. კედელში დატანებული განჯინები გვიჩვენებენ, რომ სხვენი გამოყენებული ყოფილა წლის მოსავლის შესანახად. მისადგმელი კიბით ასასვლელად პატრონის სიტყვით აქაც გამოყენებული ყოფილა როგორც შიგა ერდო, ისე გარეთა კარი. მარანში ამჟამად ქვევრები აღარაა შერჩენილი. ერთ გატეხილ ქვევრის პირზე ამოტვიფრულია მექვევრის წარწერა: იოანე თედიაშვილი ქვსუვთ". ბოლო ნაწილის გაშიფრვა ჩვენ ვერ შევძელით.
მარნების ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს აგრეთვე მასხარაშვილის მარანი, რომელიც ახლა კოლმეურნეობას ეკუთვნის. გარედან საგრძნობი გადაკეთების მიუხედავად (თავზე სდგმია მეორე, ვგონებ საცხოვრებელი სართული წინ გამოწეული აივნით), იგი შესანიშნავადაა შენახული.
მას იგივე ტრადიციული გეგმა აქვს სიმეტრიის გრძივი ღერძით, პროპორციებით უფრო ერთნახევარ კვადრატს უახლოვდება (6,25×8,70). საწნახელი ჩვეულებრივადაა გადაწყვეტილი, მხოლოდ დედაბოძი შესანიშნავად პროფილირებული ბალიშით საწნახელზე კი არაა მიდგმული, არამედ აღმართულია საგოდრე ბაქნის კიდეზე. მისი ასეთი მდგომარეობა სავსებით გამართლებულია კონსტრუქციული მოსაზრებებით, რადგან მის თავხეს აქ ორივე მხრიდან გადახურის სუფთად გათლილი კოჭები ეყრდნობა. ბუხარი აქაც შესასვლელის გვერდითაა; გრძივ კედლებში სიმეტრიულად დაყოლებულია სამ-სამი განჯინა ოთხკუთხედი ფორმისა. ამ მარანში შესანიშნავადაა მოპირკეთებული ქვევრის პირებიც (აგურის რადიალური წყობით შემოსალტული), სიმეტრიულია გეგმაში ქვევრების განლაგებაც.
ხატიაშვილის მარანიც თავდაპირველად ბანიანი უნდა ყოფილიყო, მისი გეგმისა და შინაგანი სივრცის ორგანიზაცია ტიპიურია, მაგრამ კომპოზიციურ გადაწყვეტაში ერთი თავისებურება აქვს: შესავალი კარი გრძივი ღერძიდან გადატანილია გვერდის კედელში და ამგვარად აღქმა შინაგანი სივრცისა წინააღმდეგობაშია მის ტრადიციულ კომპოზიციურ აღნაგობასთან. გვერდის (გრძელ) კედელშივეა მოთავსებული ბუხარი, გაფართოებულია ორგანყოფილებიანი საწნახელის გეგმაც. სამაგიეროდ შესანიშნავადაა გადაწყვეტილი დედაბოძი ლამაზად დანიკბული თავხით, შემკული ჩუქურთმის ტრადიციული მოტივებით.
გადახურვის კონსტრუქციის თავდაპირველი სტრუქტურა დარბაზულის მსგავსია, თუმცა ერდო-გვირგვინის არსებობა აქაც არაა უდავო: ბუხრის გვერდით მას გასანათებელი სარკმელი აქვს დაყოლებული. ყურადღებას იპყრობს თავხეების დიდი შეზნექილობა მიწური ბანისთვის "ზურგის" მისაცემად, რაც აადვილებდა წყლის გადაყვანას.
ამ მარანში საინტერესოა ის გარემოებაც, რომ დედა-ბოძის უკანა სივრცის გადახურვას ქანობი უკანა მხრისკენ აქვს მიქცეული, როგორც ეს ქართლ-კახეთის დარბაზებში კეთდება. გადახურვის ასეთი გადაწყვეტისათვის დედაბოძის არსებობა არა მხოლოდ მხატვრულად, არამედ კონსტრუქციულ-ტექნიკურადაც გამართლებულია. დროთა განმავლობაში მარნისათვის დაუშენებიათ სხვენის სართული ორფერდა სახურავით, რომლის საყვავეც კახეთისათვის ესოდენ დამახასიათებელ მარწუხებზეა დაყრდნობილი.
მარანზე ორივე მხრიდან ახლა მიშენებულია შენობები. მისი ფასადის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს აგურით ამოყვანილი, ტრადიციულად გაფორმებული შესასვლელი და კედლის ტიპიური "კახური წყობა".
მეტად საინტერესო გადაწყვეტას იძლევა ე. გოგიჩაიშვილის მარანი მარტყოფში, რომელიც დარბაზის გვერდით, მასთან ერთად იყო აშენებული. წინა ნიმუშისაგან განსხვავებით, იგი, ისევე როგორც დარბაზი, ორბოძიანია სამმალიანი სიღრმისა. უკანა ბოძის თავხესა და ბალიშზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული ჯვარი.
სამმალიანი გადახურვა და ჩუქურთმის შემკობა არა წინა ბოძის ბალიშისა (რომელიც უკეთაა განათებული აკრიდან და მის გვერდით დაყოლებული ვიწრო სარკმლიდან), არამედ უკანა ბოძის თავხე-ბალიშისა, თითქოს უნდა მიგვითითებდეს ამ მარანში ერდო-გვირგვინის არსებობაზე. მაგრამ გადაჭრით ამის თქმა ვერ ხერხდება. უფრო სავარაუდოა, რომ აქ საქმე გვაქვს ტრადიციულ მხატვრულ ფორმათა გადმონაშთთან, ესთეტიკური კონცეფციის თავისებურ კონსერვატულობასთან, რაც იშვიათად როდი ვლინდება ძველიდან ახლისკენ გარდამავალ პერიოდში.
ს. ხაშმში გავრცელებული ყოფილა უფრო გვიანი პერიოდის მარნებიც, რომლებიც თავიდანვე ორფერდა კრამიტის სახურავით იყო აგებული. სხვენი ამ ნიმუშებში გამოყენებულია, როგორც მნიშვნელოვანი დამხმარე სართული, წლის სარჩოს შესანახად. მათი შინაგანი გამაგრება ისეთივეა, როგორც ბანიანი მარნებისა, მხოლოდ ფართე ფანჯრები ფასადზე მეტყველებენ უფრო მშვიდი ცხოვრების პირობების შესახებ. ამ მარნის ფასადის გადაწყვეტაში "თბილისური ამპირის" ელემენტებსაც კი ვამჩნევთ.
ქვემოთ მოგვყავს რამოდენიმე ნიმუში ქართლური მარნებისა, რომელთა არქიტექტურულ-სივრცითი აღნაგობაც არ განირჩევა გარე-კახეთის ობიექტებისაგან.
ხუციშვილის მარანი ახალქალაქში, რომელსაც ბანიანი გადახურვა დღემდე ჰქონდა შემორჩენილი, თავისი გეგმარებით არაფრით გამოირჩევა კახური მარნებისაგან. ორგანყოფილებიან საწნახელს აქაც წინიდან საგოდრე ბაქანი აქვს დატანებული, თუმცა საგრძნობლად დაბალი. ამის გამო ტკბილის გამოსადენი მილისპირი დატანებულია საწნახელის წინაკედელში და არა საგოდრე ბაქნის შემაღლებაში, როგორც ეს ზემოაღწერილ მარნებში გვქონდა.
დედაბოძის გადაწყვეტაც საგრძნობლად უხვევს ტრადიციულ ფორმებს და მილი ბალიში კი თვით თავხეშია გამოთლილი. ესეც ტრადიციული ფორმის საინტერესო გადმონაშთია, თავდაპირველი გონივრული კონსტრუქციის თავისებური რემინისცენცია. მეტად საინტერესოა კარის მოწყობილობა, რომლის ქუსლებიც კარის ფიცარში კი არაა გამოყვანილი, არამედ რკინისაა. რკინისვეა კარგა მოზრდილი გასაღებები კარის საკეტი მოწყობილობისა. წინათ თუ კარი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ შიგნიდან იკეტებოდა, შემდგომ პერიოდში აუცილებელი შეიქმნა მისი გარედან დაკეტვაც.
მარანი ს. ყარაღაჯში, რომელიც ცნობილი გახდა თავისი უნიკალური, თორმეტწახნაგოვანი გვირგვინით გადახურული დარბაზის წყალობით - გეგმის გადაწყვეტით ემსგავსება მარტყოფის მარანს, ე.ი. ესეც ორბოძიანია დარბაზივით (გადახურვის სამი მალით) და შესასვლელი გრძივ ღერძზე აქვს. ყურადღებას იპყრობს ლამაზად პროფილირებული დედაბოძ-ბალიშის სისტემა, რომლის დამუშავებაშიც გამოყენებულია ზემონახსენები დარბაზის დედაბოძის ჩუქურთმის მოტივები და დარბაზულადვე გადაწყვეტილი უკანა კედელი (თაროს კედელი) შიგ ჩატანებული თაღჩებითა და ქილებით. მარანს არ გააჩნია არც ერთი სარკმელი. ეს გარემოება და ჩუქურთმით შემკული (უკანა) დედაბოძი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მარანი თავდაპირველად ერდო-გვირგვინით იყო გადახურული.
გ. წონდელის მარანი მუხრანში საგრძნობლად უხვევს ტრადიციულ გადაწყვეტას და იძლევა განსხვავებულ შინაგან სივრცეს. მოგვიანებით მასზე სახლია მიშენებული, რის შედეგადაც თავდაპირველი კარი ამოშენებულია და მის მაგიერ გვერდის კედელში კარად განჯინაა გადაკეთებული. ამ მარნის კომპოზიციის ღერძი განივადაა მიმართული. ქვიტკირის მთლიანი საწნახელი გრძელი კედლის გასწვრივაა აგებული და უკავია მისი შუა ნაწილი: მის აქეთ-იქით, სიმეტრიულად, ჩაშენებულია გუმბათისებურად გადახურული კამარები მარცვლეულის შესანახად. ეს სათავსები მარანთან დაკავშირებულია დაბალი და ვიწრო ღიობებით, რომლებშიც კაცს მხოლოდ შეძრომა შეუძლია. საწნახლის წინა კედელზე, შუაში დგას დედაბოძი. მის ბალიშზე დაყრდნობილია დიდი შეზნექილობის მქონე თავხე, რომელზედაც ორივე მხრიდან განივი კოჭებია დაყრდნობილი. მათ ზემოდან "ჭერებია" (წვრილი ძელაკები) მიჯრით დაწყობილი, რომლის ზემოთაც გამართულია მიწურ-ბანიანი სახურავი.
მარანი ნათდებოდა ოთხი სარკმლით, რომელთაგანაც ორი - სიმეტრიულადაა გაჭრილი მთავარი ღერძის მიმართ საწნახელის უკანა კედელში. საინტერესოა ქვევრიდან ამოღებული წყლის გადასაღვრელად კედელში დატანებული თაღჩა, რომლის ფსკერშიც გარეთ გამოყვანილი თიხის მილია ჩადუღაბებული. პატრონის სიტყვით ეს მარანი აშენებულია ორასი წლის წინ. იმის დამტკიცება თუ რამდენად სწორია ეს ცნობა, ისევე ძნელია, როგორც მისი უარყოფა.
კანდელაკის მარანი ერთაწმინდაში, რომელიც გადაუხურავადაა ჩვენამდე მოღწეული, არ წარმოადგენს კარმიდამოს ობიექტს. იგი მდებარეობს სოფლის ბოლოს, ვენახში. შენობა ქვითკირისაა ფლეთილი ქვითა და აგურით აგებული. მისი ფორმა თითქმის კვადრატულია (6,25×5,20მ). შესასვლელი კარის მოწინააღმდეგე კედელზე მიშენებულია ორგანყოფილებიანი საწნახელი წინ ვიწრო საგოდრე ბაქნით. კედლებში დაყოლებულია ორიარუსიანი, ლამაზად გაფორმებული თაღოვანი განჯინები ტრადიციული სამკუთხად ნაშვერი აგურის სარტყლით სწორკუთხოვან ჩარჩოს ზემოთ, ქოთნები (და ზოგან მილები) წვრილმანების შესანახად და ვიწრო სარკმელ-სათოფურები. კარის კედლის შუაში დატანებულია ნახევარწრიული გეგმის ბუხარი. უნდა ვიფიქროთ რომ აქაც, გადახურვისათვის გამოყენებული იყო დედაბოძი, რომელიც საწნახლის წინ უნდა მდგარიყო. გადახურვის კოჭები წინა და უკანა კედლებზე და თავხეზე უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი. პატრონის სიტყვით კარების ბალავარზე გამოხატული იყო გველეშაპი. თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით ეს მარანი ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტია მსგავსი დანიშნულების ნაგებობათა შორის.
განხილული ნიმუშები ქართული მარნებისა უპირველეს ყოვლისა მიგვითითებენ იმაზედ, რომ მიუხედავად მათი სამეურნეო დანიშნულებისა, მათი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული გადაწყვეტა თითქმის იმავე დონეს აღწევს, რა დონეზედაც მუშავდებოდა სახლ-სამყოფის ხუროთმოძღვრება.
მარნის ძველ ტიპებში, ისევე, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ოსტატის მთავარ საზრუნავ საგანს შინაგანი სივრცის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ორგანიზაცია წარმოადგენდა. ისტორიული ვითარებისა და შინაგანი სივრცის თავისებური აღნაგობის გამო შენობის გარეგანი ფორმა იმსახურებდა მშენებლის შედარებით ნაკლებ ყურადღებას.
მარნების მშენებლობას საქართველოში, როგორც ყურძნის კულტურის ერთ-ერთ უძველეს კერაში, სულ ცოტა 2500 წლის ისტორია უნდა ჰქონდეს.
ჩვენამდე მოღწეულმა ობიექტებმა ხალხური ხუროთმოძღვრებისა, რომელთა ხნოვანებაც ორას წელს არ უნდა სცილდებოდეს, შემოინახეს აქრიტექტურულ მხატვრული გადაწყვეტის უძველესი ტრადიციები.
მარნის უძველესი ტიპი - მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებელი სათავსოს სახე მიიღო, წაგრძელებული ფორმის მიწურ-ბანიანი ნაგებობა უნდა იყოს, ორი ან უფრო ხშირად ერთი დედაბოძით გრძივ ღერძზე და ქვიტკირის საწნახლით უკანა კედლის მთელი სიგრძის გასწვრივ. უფრო მცირე ზომის ძველ ობიექტებში ქვიტკირის საწნახელს ალბათ ხის ნავი სცვლიდა. მარანი ხშირად დარბაზის გვერდზე იყო მიშენებული (როგორც მარტყოფში, უჯარმაში და სხვ.) და მისი ხუროთმოძღვრება იმავე მხატვრული კონცეპციით იყო გადაწყვეტილი, როგორც ძირითადი სახლ-სამყოფი. ამ ტიპის მარნებს სამმალიანი, ან უფრო ხშირად ორმალიანი სიღრმე აქვთ. დედაბოძი და მისი ბალიში გამოთლილია, დანიკბული და ზოგჯერ მოჩუქურთმებულიც იმავე მხატვრული ხერხებით, როგორც დაბრაზის დედაბოძი. საწნახლის მოწყობა უკანა კედლის გასწვრივ, ამ უკანა კედლის გადაწყვეტა (განსაკუთრებით ყარაღაჯის მარანში) შესრულებულია ქართლ-კახური დაბრაზის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი არტიქტურული ფრაგმენტის - თარო-კედლის პრინციპზე.
ერდო შემორჩა ჩვენამდე მოღწეულ მხოლოდ ერთ ობიექტს - უჯარმის მარანს დოღონაძისეული დარბაზის გვერდით. როგორც ირკვევა ერდო-გვირგვინი მარანში იშვიათად იყო გამოყენებული. მიზეზი ამისი - მარნის თავისებურებაში მდგომარეობს. ერდო-გვირგვინის ორივე ძირითადი ფუნქცია: შუაცეცხლის კვამლის მოცილება და მზის შუქით სახლის განათება, რომელთაც წარმოშვეს შემაღლებული ერდოს საჭიროება და მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა - მარნისათვის აზრსა ჰკარგავს. აქ არაა საჭირო არც შუა ცეცხლი. იგი იკავებს ადგილს, ათბობს და ანაგვიანებს მიწურ იატაკს, რომელშიც ქვევრებია ჩაყრილი, ბოლი კი ვნებს მარანში შესანახად ჩამოკიდებულ ყურძნის ჯაგნებსა და ჩხებს, ხილის ასხმულებსა და ბოსტნეულის გალებს. არაა მიზანშეწონილი არც ზემოდან განათების მოწყობა, რაც ჰქმნის წყლის ჩამოსვლის საშიშროებას. კედელში დაყოლებული ბუხარი და ვიწრო სარკმელ-სათოფურები ძველთაგანვე გაცილებით უკეთ უპასუხებდა მარნის ფუნქციას.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მარანში ცეცხლის დანთება არ წარმოადგენს აუცილებლობას და დღის სინათლეც მას ბევრი არ სჭირდება. ჯერ კიდევ რომაელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი ვიტრუვიუსი (I ს. ძვ. წ) წერდა: მარანს ჩრდილოეთიდან უნდა ჰქონდეს სარკმლები, რომ მზის სხივებმა არ დაუკარგონო ღვინოს სიმაგრე.
ქართლისა და გარე-კახეთის მიწურ-ბანიანი მარნების პარალელურად, მე-17 მე-18 საუკუნეების კოშკურ სახლებში პირველი სართული ხშირდ მარან-საწნახელს ეთმობოდა, რომელთა შესანიშნავი ნიმუშებიც შიდა კახეთში, დღემდეა შემორჩენილი.
შემდგომი ტიპი მარნისა ორფერდა სახურავით - ალბათ მე-19 საუკუნიდან პოულობს ფართო გავრცელებას. ამ სახის ობიექტებში შინაგანი სივრცის გადაწყვეტა ტრადიციული რჩება.
ორქანობიანი გადახურვა, იმის გარდა რომ ტექნიკურად უფრო სრულყოფილია მიწურ-ბანიანთან შედარებით - იძლევა დამატებით სათავსს-სხვენს, წლის სარჩოს შესანახად. კაპიტალურ ბანიან მარნებსაც იგივე ბედი ეწვიათ ახალ დროში, რაც დარბაზებს: უმეტესობას დააშენეს მეორე სართული, ან დაადგეს ორფერდა სახურავი.
მარნის ამ მომდევნო ტიპის შინაგანი სივრცის გადაწყვეტაში ტრადიციული ხერხების გამოყენება ხშირად წინააღმდეგობაშია ტექნიკურ მიზანშეწონილებასთან, რაც მშენებელ-შემკვეთავის მხატვრული კონცეპციის ღრმა ფესვებზე მიგვითითებს. მსგავსი "გადანაშთები", რომელთაც დაკარგეს თავდაპირველი ტექნიკური დანიშნულება და მხოლოდ დეკორაციულ ელემენტებად იქცნენ, დამახასიათებელია ისეთი ეპოქისათვისაც კი, როგორც ანტიკური ხუროთმოძღვრების კლასიკური პერიოდი იყო (გაიხსენეთ დორიული ტაძრის ტრიგლიფოვანი ფრიზი და სხვ.).
ერთნახევარ-ორსართულიანი სახლის ტიპის მასიურ გავრცელებასთან ერთად, რაც ქართლ-კახეთის სოფლებში წარსული საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო - მარანი, როგორც კარმიდამოს დამოუკიდებელი ობიექტი თითქმის ქრება. იგი იკავებს ორსართულიანი სახლის ქვედა, ზოგჯერ ნახევრად სარდაფის სართულს. ასეთი მარანია მოწყობილი სოფელ წილკანში პირველად აგებულ ორსართულიან კრამიტით დახრულ სახლში, ყვარელში - მარჯანიშვილის სახლში და ბევრგან სხვაგან. ასე აშენებს სახლს კახელი მევენახე დღესაც.
კავკასიაში ძველთაგანვე მეღვინეობა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში იყო გავრცელებული. ღვინის დასაყენებლად ნაგებობანი ამ ორ მეზობელ ქვეყანაში მსგავსებასთან ერთად საგრძნობ განსხავავებასაც ამჟღავნებენ. მიზეზი ამისა - ყურძნის დაწურვის თავისებურებასა და კლიმატური პირობების განსხვავებაში უნდა ვეძიოთ. სომხეთში ყურძენი თუმცა ფეხით იწურებოდა, როგორც საქართველოში, მაგრამ საწნახელში კი არა, არამედ სპეციალურად მოპირკეთებულ იატაკზე ("არაკასტზე"), რომლის ერთ ბოლოშიც ტკბილის მოსაგროვებელი, დერგის მაგვარი ჭურჭელი იყო მიწაში ჩადგმული. მისი გავსების შემდეგ ტკბილს ხელჩაფებით - ამოიღებდნენ და გადაასხამდნენ ქვევრებში, რომლებიც ხშირად მეორე სათავსში იყო. ამ თავისებურებამ განაპირობა შესაძლებლობა, ქვევრები მთლად კი არ ჩაეფლათ მიწაში - არამედ სანახევროდ.
ქვევრების ასეთი განლაგების შესაძლებლობა (თუ საჭიროება) შეპირობებული იყო კლიმატური თავისებურებითაც. ასეთნაირად იყო ქვევრები სანახევროდ მიწაში ჩასმული კარმირ-ბლურის ურარტუსდროინდელ სარდაფებშიც.
ამგვარად, ქართული მარნის შინაგანი სივრცის ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტას (ქვიტკირის საწნახელით უკანა კედლის გასწვრივ და დედაბოძით) კავკასიაში არ მოეპოვება პარალელი.
საკითხავია, რატომ გახადა ქართველმა გლეხმა ეს სასაწყობო საწარმო დანიშნულების სათავსო ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტის საგნად? საქმე იმაშია, რომ მარანი საქართველოში მარტო ღვინის დასამუშავებელ და შესანახ სათავსს როდი წარმოადგენს: იგი ამის გარდა მამაკაცთა (მხოლოდ მამაკაცთა!) მცირე წრისათვის სახელდახელოდ დროს გასატარებელი ადგილიცაა. აქ უხდიან ქვევრს ყველაზე ახლობელ, სანუკვარ სტუმარს, თუ არ გააჩნიათ ნადიმის დრო (ან სანამ ნამდვილი ლხინი დაიწყებოდეს) და უმასპინძლდებიან ცივი საუზმით, მწნილით, ხმელი ხილით, იქვე დამტვრეული კაკლით. ალბად ამ გარემოებამ გამოიწვია ქართული მარნის კედელში ბუხრის დატანებაც. სომხურ მარნებში ბუხარი არსად არ ჩანს. 










ქართული მარნის ხუროთმოძღვრება

ქართული ღვინის კომპანიები

ალავერდი

ალექსანდრიული

ასკანელი ძმები

ბაგრატიონო

ბიოღვინო

გდ ალკო

გომი
გურჯაანის ღვინი სახლი
დარჩიაშვილის ბიო ღვინო
ელიზბარ თალაკვაძე და შვილები
ელკანა
ემისელი_ბაგრატიონი
ვაზიანი
ვაინმენი
თბილღვინო
თელიანი ველი
თელავის ღვინის მარანი
იმერული ღვინის კომპანია
კახური ტრადიციული მეღვინეობა
კახური
კომპანია "ბადაგონი"
კომპანია" GWS"
კომპანია ტიბანელი
კორპორაცია ქართული ღვინო
მანავის ღვინის მარანი
მილდიანი
მუხრანი
ოქრო ღვინო
რაჭული ღვინო
სარაჯიშვილი
ტყუპების ძველი მარანი
ქინძმარაულის მარანი
შატო თელავი
ჩელთი
ხარება
ხოხბის ცრემლები
ჯაყელის ღვინო

ქართული ღვინის ექსპორტი

ქართული მეღვინეობა ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებული 90_იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ღვინის გაყიდვები განუხრელად იზრდებოდა და ამ თვალსაზრისით პიკური 2006 წლის დასაწყიში იყო.რუსულ ემბარგომდე რამდენიმე თვით ადრე 100-მდე კომპანიამ გაიტანა ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

2007-2010 წლებში ექსპორტიორთა რიცხვმა 60-70 მდე დაიკლო ბოლო წლების მონაცემების მიხედვით კი,ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი 7 მსხვილ კომპანიაზე გადანაწილდა.ესენია:თბილღვინო,თელავის ღვინის მარანი,თელიანი ველი,ბადაგონი,ვაინმენი,GWS და თიფლისკი ვინნი პოგრები.

წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი 8,5 %-ით გაიზარდა

წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი 8,5 %-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული ღვინის ექსპორტი საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება. 2012 წლის გეგმა 21 მლნ ბოთლის ექსპორტია. 2011 წელს კი 19 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ია ჯანაშია ასევე აცხადებს, რომ, სხვა წლებში პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი საკმაოდ პასიურად ხორციელდებოდა, თუმცა წელს ზრდა 8,5 %-ია.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 15 მარტის მონაცემებით საქართველოდან გასულ წელთან შდარებით მილიონ ბოთლ ღვინოზე მეტია ექსპორტირებული.

ჯანაშიას თქმით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ღვინის კომპანიებთან, რათა შემუშავებული იქნეს ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის პრომოუშენი და ცნობადობა გაიზარდოს და ის კიდევ უფრო გააქტიურდეს.


ექსპორტზე უფრო მეტად წითელი ღვინო გადის,დაახლოებით 70% სადაც დიდი წილი ნახევრადტკბილ ღვინოებზე მოდის თუმცა სულ უფრო იზრდება მოთხოვნების ექსკლუზიურ ღვინოებზე.

ღვინის ისტორია





“ღვინის კულტურის აკვანი”, “ღვინის სამშობლო”
– ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე.

8000 წელზე მეტი ხნის რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქების აღმონაჩენი, მიუთითებს მაშინდელ საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე.

ღვინო ხანშიშესულთათვის რძეა, მოზრდილთათვის ბალზამი, ხოლო გურმანებისთვის მეგზური.

მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ადამიანმა ველური ვაზი ”გააკულტურა და გააშინაურა”.

კარგ ღვინოს, ისევე როგორც ადამიანს თავისი სამშობლო აქვს. ის მშობლიური მიწის სურნელს სამუდამოდ ითვისებს. ქართული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები განუმეორებელი, ორიგინალური და არომატული თვისებებით ხასიათდება.


”არც იმისთანა ქვეყანა მოიძებნება სადაც ამდენ და ასეთ კარგ ღვინოს სვამენ” - ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობა, XVIIს.

საქართველოში დაახლოებით 500 ჯიშის ყურძენი მოჰყავთ (ისტორიული მონაცემებით ადრე იყო 3000 ჯიშზე მეტი), რაც მსოფლიო ასორტიმენტის 2,5% შეადგენს.

საქართველოში მევენახეობის ძირითადი 8 კერა არსებობს: კახეთი 80 ჯიში, ქართლი 72 ჯიში, იმერეთი 75 ჯიში, რაჭა-ლეჩხუმი 50 ჯიში, აფხაზეთი 58 ჯიში, აჭარა 52 ჯიში, გურია 53 ჯიში, სამეგრელო 60 ჯიში და სხვა.

1999 წლის 23 ივლისს ლონდონში, ქალაქის ცენტრში 100 000 ფუტის ფართობის ტერიტორიაზე გაიხსნა მუდმივმოქმედი ღვინის ქალაქი ვინოპოლისი. ნებისმიერი მნახველი ვინოპოლისში პირველ რიგში გაივლის №1 პავილიონს, რომელსაც ეწოდება ”საქართველო ღვინის აკვანი”.

საქართველო 2010 წელს მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიო კონგრესის OIV-ის მასპინძელი ქვეყანაა.

უძველესი დროიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მტკიცე დასაყრდენი არის მეღვინეობა-მევენახეობა. ”ჯერ კიდევ არგონავტებს, კოლხეთის (დღევანდელი სამეგრელო) მეფე აიეტის სასახლეში შადრევნები დახვედრიათ, რომლიდანაც ღვინო ჩქეფდა” და სწორედ ამიტომ უცხოლი დამპყრობლები, როდესაც ცდილობდნენ საქართველოს ეკონომიკურ დაექვეითებას პირველ რიგში ვენახებს ჩეხდნენ. ასე მოიქცა თემურ ლენგი, შაჰაბაზი და სხვა.

ნიკიფორე ირბახი რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძეს, შაჰაბაზის მიერ ქართლ-კახეთის აოხრების შემდეგ წერდა: ”საქართველო ძვირფასი ქვეყანაა თავისი ბუნებრივი პირობების თავისებურებების, კულტურული მრავალფეროვნების, ხალხის გამრჯელობისა და საერთო კულტურული დონის გამო”. ამიტომ, კვლავ მალე აღსდგება!”

საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა წმ. ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ. აგრეთვე აღსანიშნავია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს შემოსვლა საქართველოში ვაზის ჯვრით.

ჩვ. წ.-დე მე-VI საუკუნეში საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში - დიოსკურიაში (დღევანდელი სოხუმი) ღვინის დიდ ბაზრობაზე თავს იყრიდა 70 ენაზე მეტი მოსაუბრე ერი.

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც თავისი ინდივიდუალურობა დღემდე დაიცვა და შემოინახა. განსაკუთრებული ხასიათის ქვეყანაში ასევე აღმოაჩენთ განსაკუთრებულ ხალხს.

ძველად ქართული ღვინის ექსპორტი საბერძნეთში, სპარსეთის იმპერიაში და იერუსალიმში ხდებოდა. დაახლოებით 800 წ. ჩვ. წ. აღ.-დე საქართველოში არსებობდა მეღვინეობის უნივერსიტეტი.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ქართული ღვინო ძალიან მოთხოვნადი იყო და ამიტომაც მილიონობით ლიტრი გადიოდა. დღეს კი ფიქრობს ადამიანი ახალი გზები იპოვოს, ვინაიდან ეს პატარა ქვეყანა თავისი მრავალმხრივი მეღვინეობით განსაკუთრებულია.


საქართველოს კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ღვინო წარმოადგენს. გასაკვირიც არ არის, რომ ქართველი გმირების სამარხის ქვები თუ პატრიარქების სკამები ყურძნის მტევნებით არის შემკობილი. თავად ”ქართლის დედა”-ს ერთ ხელში ღვინის ფიალა უჭირავს. ”გეორგია” კი ”მიწის მოქმედს” ნიშნავს.